საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი გორის რაიონული სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდა 3 წლის ვადით 2016 წლის 15 თებერვლიდან.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება
მოსამართლის ბიოგრაფია ვებგვერდზე 23 მარტს 17:30 საათისთვის განთავსებული კვლავ არ იყო.
გორის რაიონული სასამართლოს ვებგვერდი
გორის რაიონული სასამართლოს მენეჯერმა, დიოგენე დოლიძემ ბიოგრაფიის გამოქვეყნების 5 კვირიანი დაგვიანების მიზეზი განმარტა: ”– შეიძლება ტექნიკურად დროულად ვერ მოხერხდა სურათის გადაღება და ბიოგრაფიის განთავსება…ეს საკითხები გარკვეულწილად შეფერხდა…ნუ მიზეზი შეიძლება დაკავშირებულია სხადასხვა მიზეზებთან…გამოსწორდება უახლოს მომავალში.”
მაია სულხანიშვილი — თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
ზურაბ ძლიერიშვილი — საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, სამართლის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
ირმა ხარშილაძე — ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ასევე გასაჯაროვდა იმ კომისის შემადგენლობა, რომელსაც გამოცდების საორგანიზაციო საკითხების მოგვარება ევალებოდა.
თამარ სულაქველიძე — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი.
ეკატერინე ქათამაძე — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი.
თეა ჯაფარიძე — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტი.
თეონა მაღრაძე — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტი.
მარინა თარიძე — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტი.
2015 წლის ნოემბერში ჩატარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები აქტუალური საკითხი მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა ერთ-ერთი გამოსაცდელის მიერ კაზუსისთვის გაცემული პასუხი გაასაჯაროვა. გამოსაცდელის პასუხი ავტორის პასუხის იდენტური იყო. ჩვენთვის ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი ტესტების შემდგენელ ექსპერტთა ვინაობა.
ცნობილია, რომ საგამოცდო ტესტები ექსპერტებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულმა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა იუსტიციის სამინისტროსთან არსებული იუსტიციის სასწავლო ცენტრის მეშვეობით გამარტივებული ტენდერით შეიძინა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების საორგანიზაციო და საგამოცდო კომისიების შექმნის შესახებ:
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ, კანდიდატად მოქმედი მოსამართლე, გიორგი მიქაუტაძე დაასახელა.
გიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე 2015 წლის დეკემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეა.
იუსტიციის უმაღლესო საბჭო 2015 წ. ფოტო საბჭოს ოფიციალური ინტერნეტ გვერდიდან
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა განცხადება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს გააკეთოს ზოგიერთი განმარტება საზოგადოებისათვის იმ მოვლენების გამო, რაც უკავშირდება ამა წლის 16 ნოემბერს საბჭოს მიერ 7 მოსამართლის დაწინაურებას და მის უარყოფითად შეფასებას კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მიერ.
საბჭო მიესალმება ყოველგვარ კრიტიკას, გამოთქმულს საბჭოს ცალკეული გადაწყვეტილებებისა თუ მისი მთელი საქმიანობის მიმართ, რადგან მიაჩნია, რომ ის მიზნები, რასაც საბჭოს საქმიანობა ემსახურება, მთელი საზოგადოების საზრუნავია იმავდროულად. ამის მიუხედავად, საბჭო იტოვებს უფლებას, პასუხი გასცეს უსაფუძვლო კრიტიკას და, როგორც მართლმსაჯულების პროცესის შეუფერხებლად განხორციელებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ, იმოქმედოს ისე, როგორც ამას საჭიროდ მიიჩნევს შესაბამის გარემოებებში, ცხადია, მხოლოდდამხოლოდ კანონის საფუძველზე და მართლმსაჯულების უმთავრესი ინტერესების გათვალისწინებით.
გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა
7 მოსამართლის დაწინაურებით სააპელაციო სასამართლოში, საბჭოს კანონი არ დაურღვევია. იგი დაეყრდნო საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37-ე და 41- მუხლებს, რომელთა ძალითაც, დაშვებულია სულ მცირე 2 წლის სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოქმედი მოსამართლის (და ამ პირობიდან დაწესებულია გამონაკლისიც, რომელიც საბჭოს არ გამოუყენებია) დანიშვნა კონკურსის გარეშე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
ორგანული კანონით შესაბამისი პროცედურა დაწვრილებით გაწერილი არ არის, მაგრამ ეს ხარვეზი გამოასწორა საბჭომ, როდესაც თავისი ამა წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაადგინა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის, საკითხის განხილვის წესი, დაწინაურების კრიტერიუმები, პროცედურა, ვადები, იუსტიციის საბჭოს წევრთა ვალდებულებები და სხვა, და გამოიყენა კიდევაც იგი. გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ბოლო 1 წლის განმავლობაში მათი საქმიანობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასების მონაცემები ( განხორციელებული „ საერთო სასამართლოს მოსამართლის საქმიანობის ეფექტურობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით), მოსამართლეებთან გასაუბრება (ღია და არა დახურულ სხდომაზე), ცალკეულ კანდიდატებზე მსჯელობა საბჭოს წევრებს შორის და ა. შ.
მართალია, დაწვრილებითი რეგულაციები შემუშავდა და გამოქვეყნდა დაწინაურების მსურველ მოსამართლეთა მხრიდან განაცხადების შეტანის შემდეგ (ეს მართლაც იყო პროცესის ნაკლოვანება), მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია და ვერც მოახდენდა საკუთრივ კანდიდატურების ჯეროვნად განხილვასა და სამართლიანი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე. უფრო მეტიც, რეგულაციების შემუშავებისას, საბჭომ მიმართა არასამთავრობო სექტორსა და ყველა დაინტერესებულ პირს, საბჭოსათვის მიეწოდებინათ თავიანთი კონკრეტული მოსაზრებები დაწინაურების კრიტერიუმებისა თუ პროცედურის საკითხებზე, თუმცა არავის მხრიდან რაიმე მოსაზრება თუ საქმიანი წინადადება წარმოდგენილი არ ყოფილა.
ამასთან, გვსურს იმაზე ხაზგასმაც, რომ მითითება „კონკურსის გარეშე“ მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე, პირობითია და საქმის ნამდვილ არსს არ შეესაბამება. „კონკურსი“ საერთო სასამართლოების შესახებ კანონის გაგებით, გულისხმობს პროცედურას, რომელიც მიზნად ისახავს ვინმეს მოსამართლედ დანიშვნას ახალი ვადით და მისი სამუდამო გამწესების დიდი პერსპექტივით, მაშინ როდესაც, „კონკურსის გარეშე“ დანიშვნა გულისხმობს მოქმედი მოსამართლის სხვა სასამართლოში დანიშვნას დარჩენილი უფლებამოსილების ვადით. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ კანონი უშვებს მოქმედი მოსამართლის სხვა, მათ შორის ზემდგომ სასამართლოში „კონკურსის გარეშე“ დანიშვნას, იუსტიციის საბჭოს მიერ შემუშავებული შესაბამისი რეგულაციები, ფაქტობრივად, სწორედ დასაწინაურებელი მოსამართლეების კონკურსის გზით შერჩევას გულისხმობს. და ეს ასეც მოხდა პრაქტიკაში, რამდენადაც ყველა მსურველს გააჩნდა შესაძლებლობა შეეტანა განაცხადი და მოეთხოვა მისი კანდიდატურის განხილვა. საბოლოოდ, საბჭომ 26 კანდიდატიდან შეფასების შედეგად შეარჩია 7 მათგანი. ეს პროცედურა, პრაქტიკულად, მცირედით თუ განსხვავდება „კონკურსის“ იმ ორდინარული პროცედურისაგან, რომელიც პირველად ანდა ახალი ვადით მოსამართლედ გამწესების დროს გამოიყენება.
მთლიანობაში, დაწინაურების გზით მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (28 სექტემბერი) საბოლოო კენჭისყრამდე (16 ნოემბერი) განხორციელებულ პროცედურებს დასჭირდა 50 დღე. ეს პერიოდი კი დაწინაურების მსურველ კანდიდატთა შედარებით მცირე რაოდენობის (26) მხედველობაში მიღებით, ვერ ჩაითვლება არასაკმარისად, და მით უფრო, ისეთ ფორსირებულ პროცესად, რომელიც საბჭოს არ მისცემდა ინფორმირებული და საფუძვლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
საერთო მიზანშეწონილობა
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37-ე და 41-ე მუხლების საფუძველზე მოსამართლეების ზედა ინსტანციებში გადაყვანაზე საერთოდ უარის თქმა, მიუღებელია. ეს მოქმედ მოსამართლეთა დაწინაურების უფლების გაუქმების ტოლფასი და კარიერის იმ პრინციპის საწინააღმდეგო იქნებოდა, რაც მრავალ დემოკრატიულ ქვეყანაშია დამკვიდრებული. როგორც დაწინაურების ლეგიტიმური მოტივაციის ხელშეწყობის, ისე სამოსამართლო რესურსის ეფექტიანი გამოყენების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეობის გამოცდილების მქონე პირები ინიშნებოდნენ და რომ მიუღებელი იქნებოდა, მოსამართლეები დაგვეყენებინა არჩევანის წინაშე – დაწინაურების სურვილის შემთხვევაში, ან დალოდებოდნენ უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვას და შემდეგ ეცადათ ბედი, ანდა თავად ეთქვათ უარი უფლებამოსილების გარანტირებულ ვადაზე და დაექვემდებარებინათ თავი სამწლიანი საგამოცდო ვადისათვის, ისიც, მხოლოდ კონკურსში წარმატების შემთხვევაში. უფრო მეტიც, საბჭოს მიაჩნია, რომ მომწიფდა დრო, შეიცვალოს მიდგომები, და უფრო მეტი ნაბიჯები გადაიდგას მოსამართლეთა კარიერის პრინციპის განვითარებისათვის. ამ თემაზე ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება დისკუსიის გახსნა და ყოველგვარი პრო- და კონტრა – არგუმენტების მოსმენა ყველას, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის მხრიდან.
პრაქტიკული საჭიროება
საბჭოს მიერ ჩატარებულმა ბოლო კონკურსებმა აჩვენა, რომ საბჭოს ძალიან გაუჭირდა სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნა იმ კონტიგენტიდან, რომელიც კონკურსებში მონაწილეობდა და რომლის ძირითადი შემადგენლობა, კონკურსიდან კონკურსამდე, იგივე რჩებოდა. ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ 3 კანდიდატი დაინიშნა სააპელაციო სასამართლოში. ერთი მხრივ, ამ ფაქტორმა, მეორე მხრივ კი იმ გარემოებამ, რომ ერთბაშად სააპელაციო სასამართლოს 10 მოსამართლეს დაუმთავრდა უფლებამოსილება, რამაც გაზარდა ვაკანტური ადგილების რაოდენობა, და, მასთან ერთად, დარჩენილი მოსამართლეების სამუშაო ტვირთი, იუსტიციის საბჭოს უბიძგა, გადაუდებელი აუცილებლობიდან და მოსამართლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, განეხორციელებინა სააპელაციო სასამართლოებში მოქმედ მოსამართლეთა დანიშვნა- დაწინაურება. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ საბჭომ გადაწყვიტა, 17 ვაკანტური ადგილიდან სააპელაციო სასამართლოებში ( საერთო სასამართლოების სისტემაში სულ 68 ვაკანტური ადგილიდან) მხოლოდ 7 ადგილი გამოეყენებინა მოქმედი მოსამართლეების დასაწინაურებლად. ამგვარად, ხსენებული კანონის 37-ე და 41- მუხლების გამოყენება არ მომხდარა ექსცესიურად და ორდინარულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა საზიანოდ თუ მათი უფლებების დარღვევით. თუ საბჭოს წევრები მოქმედებდნენ რაიმე სხვა ინტერესებით, გარდა მართლმსაჯულების ინტერესისა, მათ არაფერი აბრკოლებდათ, რომ იგივე პირები ორდინარული კონკურსის მეშვეობით გაემწესებინათ იმავე ადგილებზე, რათა თავიდან აეცილებინათ გარკვეული ეჭვების წარმოშობა და უკეთ „შეენიღბათ“ თავიანთი „არალეგიტიმური მოტივაცია“.
რაც შეეხება სხვა ეჭვებსა და სამდურავს:
კოალიციის საყვედური, რომ საბჭომ კენჭისყრის პროცედურა არ გადადო სახალხო დამცველის აპარატიდან მიღებული მასალის განხილვამდე, რელევანტური არ არის. აღნიშნული მასალა საბჭოში შემოვიდა კენჭისყრის დრემდე ორი დრით ადრე, და საბჭოს ზოგიერთი წევრისათვის მის შესახებ ცნობილი გახდა ან კენჭისყრის წინა დღეს ან სწორედ კენჭისყრის დღეს. ასეთ ვითარებაში, გონივრული არ იქნებოდა, საბჭოს შეეწყვიტა კანონის საფუძველზე განხორციელებული და უკვე დასასრულს მიახლოებული პროცედურა და გაურკვეველი ვადით დალოდებოდა მასალაში მითითებული ინფორმაციის დისციპლინური სამართალწარმოების ფორმატში გამოკვლევასა და მის შედეგებს. დისციპლინური დარღვევის ფაქტების სათანადოდ პროცედურის გზით დადგენამდე, საბჭოს არ ჰქონდა უფლება, ესა თუ ის ნეგატიური ინფორმაცია მოსამართლის საწინააღმდეგოდ გამოეყენებინა იმ პრეზუმფციებიდან გამომდინარე, რაც დემოკრატიულ სისტემებში არსებობს მოსამართლის კეთილსინდისიერებისა თუ დამოუკიდებლობის მიმართ საზოგადოდ.
ასევე უნიადაგოა და მხოლოდ სპეკულაციებს ემყარება კოალიციის მოსაზრება საბჭოს წევრებს შორის „უკანონო გარიგებების“ შესახებ, რაც თითქოსდა იმით მტკიცდება, რომ 7-მა კანდიდატმა 11 ხმიდან მიიღო 10 ხმა. ცხადია, თითოეული კანდიდატი, მათი ღირსება-ნაკლოვანებები იყო საბჭოს წევრთა განხილვის, მსჯელობისა და საბოლოო შეთანხმების საგანი. საბჭოსათვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა შეფასდეს გარკვეულ კანდიდატებზე კონსენსუსის მიღწევა უარყოფითად და რატომ იქნებოდა შეუთანხმებლობა უფრო დადებითი მოვლენა როგორც საბჭოს ქმედითობის, ისე მართლმსაჯულების ინტერესების თვალსაზრისით.
———————————————–
საბჭო არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მოსამართლეთა დაწინაურების, ისევე როგორც სხვა სფეროებში, ჯერ კიდევ დიდი სივრცეა შემდგომი გაუმჯობესებისათვის, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ ჭრილში. უფრო მეტიც, საბჭოს დაგეგმილი აქვს და უკვე დაიწყო კიდევაც ახლებური მიდგომების შემუშავება. კერძოდ, დაგეგმილი აქვს, მოსამართლეთა მუდმივი პროფესიული შეფასების სისტემის შექმნა და ჩამოყალიბება, რომლის ნაწილიც გახდება მოსამართლეთა დაწინაურების კონცეფცია.
დაბოლოს, საბჭო მოუწოდებს კოალიციას, საბჭოს საქმიანობაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მონიტორინგი არ გადაზარდოს სპეკულაციებზე დამყარებულ კრიტიკაში, და ნებსით თუ უნებლიედ ხელი არ შეუწყოს საბჭოს თუ ცალკეულ მოსამართლეთა დისკრედიტაციას. ველით, რომ სამოქალაქო სექტორი სათანადო ყურადღებას დაუთმობს არა მარტო საბჭოს საქმიანობის კრიტიკას, არამედ იმ მძიმე საზოგადოებრივ წნეხის უარყოფით შეფასებასაც, ბოლო დროს რომ ხორციელდება კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ და ასეთ დიდ ზიანს რომ აყენებს სასამართლოს ჯერ კიდევ მყიფე დამოუკიდებლობას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები:
თამარ ალანია
მერაბ გაბინაშვილი
შოთა გეწაძე
ევა გოცირიძე
ზაზა მეიშვილი
ლევან მურუსიძე
ლევან თევზაძე
ვახტანგ თორდია
ილონა თოდუა
პაატა სილაგაძე
კახა სოფრომაძე
თბილისი,
2015 წლის 26 ნოემბერი
შეგახსენებთ, რომ დაწინაურებულ მოსამართლეთა ვინაობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე დაწინაურებული მოსამართლეები არიან:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
ნანა ბიგანიშვილი „სტუდია მონიტორის“ გამომძიებელი ჟურნალისტია და გამოძიებების მოსამზადებლად გამუდმებით სჭირდება სასამართლოს დოკუმენტების შესწავლა.
დღეს მან იცის, რომ შეუძლია სასამართლოს წერილობით მიმართოს და მოითხოვოს რომელიმე პირის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების, მაგალითად განაჩენის, ასლი და მიიღოს ის დაშტრიხული სახით. ეს იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტში პერსონალური მონაცემები (მაგალითად, სახელი და გვარი) ამოშლილი იქნება.
თუმცა, შესაძლოა, ვერც ნანამ და ვერც სხვა რომელიმე ჟურნალისტმა, ან ნებისმიერმა მოქალაქემ, ამიერიდან სასამართლოდან გადაწყვეტილებები ამ მეთოდით ვეღარ გამოითხოვოს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ერთ-ერთი საჩივრის განხილვის შედეგ 2015 წლის 22 ივლისს გადაწყვიტა, რომ თუ ვინმე სასამართლოდან კონკრეტული პირის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას: განაჩენს, განჩინებას და ა.შ გამოითხოვს, სასამართლომ ეს ინფორმაცია დაშტრიხული ფორმითაც კი აღარ უნდა გასცეს. ამ საკითხის დეტალური განხილვა გადაწყვეტილებაში მეხუთე გვერდიდან იწყება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილის, ნიკოლოზ ბრეგვაძის განმარტებით, როდესაც ინფორმაციას კონკრეტული პირის შესახებ მისი სახელისა და გვარით ვითხოვთ, მაშინ ამ ინფორმაციის დაშტრიხვა აზრს კარგავს, რადგან ისედაც ცხადია, ვის შესახებაა განაჩენში საუბარი. აქედან გამომდინარე, თუ ამ ინფორმაციის გაცემის სხვა საფუძველი არ არსებობს, სასამართლომ განაჩენი და სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებები აღარ უნდა გასცეს.
ამ გადაწყვეტილებას უკვე ერთი თვეა იცნობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ეკა ციმაკურიძეც. მისი თქმით ამ საკითხს სპეციალურ შეხვედრაზე გაეცნო:
„2015 წლის 16 ოქტომბერს, თბილისისსაქალაქოსასამართლოსთავმჯდომარის, მამუკაახვლედიანისმიწვევით, საიასსახელითვესწრებოდისასამართლოსთავმჯდომარისშეხვედრასარასამთავრობოორგანიზაციებთან. შეხვედრასესწრებოდნენასევე, Article 42, IDFI , TIG, EMC, OSGF, CCRC, დასხვაორგანიზაციები.
კითხვაზე, იცვლება თუ არა საჯარო ინფორმაციის სასამართლოდან გაცემის წესი, პერსონალურ მოანცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე ნიკოლოზ ბრეგვაძე პასუხობს:
ნიკოლოზ ბრეგვაძე
„მე მგონი, ეს ნიშნავს იმას, რომ ინსპექტორის აპარატი უფრო ქმედითი ხდება, და კანონის დაცვა, აღასრულება დაცვის ნაწილში, უკვე ყველა რგოლში ნელ-ნელა მიდის, მათ შორის სასამართლო სისტემაში და სხვა საჯარო უწყებებშიც.”
სტუდია მონიტორის ჟურნალისტის, ნანა ბიგანიშვილის აზრით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილება არასწორია.
ნანა ბიგანიშვილი
„ის რომ ჩვენ შეგვიძლია სასამართლო პროცესის გადაღება და განაჩენის მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟურნალისტებისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოებამ მიიღოს გადამოწმებული ობიექტური ინფორმაცია.
თუ მე დღეს, როდესაც ტარდება პროცესი და შევძელი ფიზიკურად, რომ გადავიღო (ეს სასამართლო პროცესი), რის უფლებასაც მაძლევს კანონი, თუმცა ერთი თვის შემდეგ სხვა ჟურნალისტს არ მიეცა ამავე სხდომის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოდის ეს ორი რეგულიაცია ერთმანეთთან. ჩვენმა ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ რაც შეიძლება გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახდეს ხელისუფლების მუშაობა და, ამის პარალელურად, ის, რომ სასამართლოში ნელ-ნელა ინფორმაცია რაც გვაქვს, ისიც შეიზღუდოს, მე მგონია, რომ არასწორია.”
იმისთვის, რომ უკეთესად განვსაზღვროთ, როგორ მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ სასამართლოებისთვის მიცემული დავალება და, შედეგად, როგორ გაამკაცრებს სასამართლო საჯარო ინფორმაციის გაცემას, ჩვენ რეგულარულად გამოვითხოვთ სასამართლოდან გადაწყვეტილებებს და მიღებულ პასუხებს გამოვაქვეყნებთ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მონაცემთა ბაზის ანალიზისას გამოიკვეთა, რომ სამოქალაქო საქმეთა მოსამართლეების ნაწილი ბანკების საქმეებს იმ დროს განიხილავს, როდესაც მათ, ან მათი ოჯახის წევრებს, ამ ბანკებში კრედიტები აქვთ აღებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე, ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები, ან ვალდებულებები აკავშირებს.
ზოგიერთი მოსამართლის სესხი სხვა დანარჩენებისგან თანხის მოცულობით გამორჩეულია.
შორენა ჯანხოთელი
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, მოსამართლე შორენა ჯანხოთელს, სხვა სესხებთან ერთად “საქართველოს ბანკიდან” 2014 წლის 14 აპრილს შვიდწლიანი სესხი, 78000$ აქვს აღბული. ამ პერიოდში საქართველოს ბანკთან დაკავშირებით შორენა ჯანხოთელის მოსამართლეობით 29 პროცესი ჩაინიშნა. მათ შორის ისეთი საქმეებიც არის, რომლებზეც რამდენიმე სხდომა იყო ჩანიშნული. აქედან გამომინარე, მოსამართლემ ეს საქმეები არ აიცილა.
თამაზ ურთმელიძე
მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს 2004 წლიდან დღემდე, დეკლარაციების მიხედვით, სხვადასხვა მოცულობის სესხი აქვს აღებული “ბანკ რესპუბლიკაში” და “საქართველოს ბანკში”
ყველაზე მეტი თანხა “საქართველოს ბანკიდან” მან ბოლო სამ წელიწადში ისესხა. მეუღლესთან, მირანდა გურგენიძესთან ერთად 2013 წელს, ათწლიანი 518000$ და 2014 წელს კი დამოუკიდებლად ასევე ათწლიანი 84100$. მონაცემთა ანალიზი მიუთითებს, რომ იმ დროს, როდესაც “საქართველოს ბანკში” კრედიტი ჰქონდა, თამაზ ურთმელიძე განიხილავდა კრედიტორი ბანკის საქმეებს.
ელისო ტუკვაძე
მოსამართლე ელისო ტუკვაძის მეუღლემ, მიხეილ ჯიქიამ, 2007 წლის 25 მაისს “თიბისი ბანკიდან” 2014 წლის 26 თებერვლამდე ისესხა 50 000$. ეს სესხი 2011 წლის დეკლარაციაში აღარ ჩანს. ჩვენ შევამოწმეთ სასამართლოს სხდომების ბაზა, ჩვენთვის ხელმისაწვდომი პერიოდიდან 2008 წლიდან 2010 წლამდე. მონაცემთა ბაზის მეშვეობით დასტურდება, რომ მოსამართლე ამ პერიოდში განიხილავდა “თიბისი ბანკის” საქმეებს და არის შემთხვევები, როდესაც ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე პროცესია ჩანიშნული, ანუ მოსამართლემ ამ შემთხვევებში საქმეები არ აიცილა.
ვალდებულია თუ არა მოსამართლე, აიცილოს იმ ბანკის საქმე, რომელთანაც მას ამ ბანკში აღებული მიმდინარე კრედიტი აკავშირებს? ამ კითხვით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს მივმართეთ:
ჩვენს მიერ პირველ ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელიც მოსამართლე გიორგი მაისურაძის მიერ აღებული საბანკო ვალდებულების გასტუმრებას შეეხებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მივიღეთ პასუხი.
ორი კვირის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ მონაცემები, რომლის მიხედვითაც მოსამართლე გიორგი მაისურაძის დეკლარაციებში შევნიშნეთ შეუსაბამობა: ”საქართველოს ბანკიდან” მან 24500 ლარი ისესხა, სესხის გადახდის პერიოდის გასულია, მას კი 15961 ლარი აქვს გადახდილი, აღებულ თანხაზე 8539 ლარით ნაკლები.
პასუხი ასეთია:
”გიორგი მაისურაძის ინფორმაციით, თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციაში მის მიერ ასახული იპოთეკური სესხის დაფარვა მიმდინარეობდა რეგულარულად წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხევით, შესაბამისად აისახა დეკლარანტის მიერ წარგენილ დეკლარაციაში. ამასთან, მოსამართლის განმარტებით, დეკლარაციაში არსებული რაიმე სახის უზუსტობა უნდა წარმოადგენდეს გარკვეულ ტექნიკურ ხარვეზს.”
მოსამართლემ მხოლოდ ნაწილობრივ უპასუხა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს. ამ დროისთვის კვლავ გაუგებარია, რა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია უზუსტობა დეკლარაციაში. ჩვენ ვთხოვეთ მოსამართლეს, გაესაჯაროებინა ამ სესხთან დაკავშირებული საბანკო დოკუმენტაცია, თუმცა წერილის ეს ნაწილი მან უპასუხოდ დატოვა.
”მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე, ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ… მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები, ან ვალდებულებები აკავშირებს… ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.”
კანონის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია ასეთ შემთხვევაში თვითაცილება განაცხადოს და შესაბამის განჩინებაში თვითაცილების საფუძველიც მიუთითოს.
არის თუ არა ამ შემთხვევაში კრედიტი, 38500$ ვალდებულება?
აქვს თუ არა ცისანა სირბილაძეს უფლება განიხილოს კრედიტორი ბანკის საქმეები, სანამ მას ამ ბანკთან სესხის ხელშეკრულება აკავშირებს?
ვალდებული იყო თუ არა ის თვითაცილება განეცხადებინა?
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვლი თვლის, რომ:
”უმჯობესი იყო მოსამართლეს თავად, თავისი ინიციატივით მიეღო ეს (თვითაცილების) გადაწყვეტილება. მაგრამ, აპრიორი იმის თქმა, რომ თუ მხარემ არ დააყენა ეს საკითხი, მან კანონი დაარღვია, მთლად სწორიც არ არის. მართლმსაჯულება რომ ობიექტურად ხორციელდება, ეს გარედანაც არ უნდა ბადებდეს ეჭვებს. ეს არის ბრიტანული სამართლის დაუწერელი პრინციპი, რომელიც შემდეგ უკვე ძალიან ბევრი ქვეყნის კანონმდებლობაში არის გამტკიცებული. რომელიც ამბობს, რომ მართლმსაჯულება არამხოლოდ რეალურად უნდა იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი, არამედ გარედანაც უნდა ტოვებდეს ასეთის შთაბეჭდილებას. შეიძლება ეს ადამიანი თვლის, რომ ძალიან მაღალი კეთილსინდისიერების ხარისხის აქვს მას და რეალურად, შეიძლება, ისე გადაწყდა დავა, რომ მას არც კი უფიქრია, რომ ამავე დროს ამ ბანკში ჰქონდა სესხი და ამას შეიძლება მართლა არ ჰქონია არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა მისთვის, როდესაც ამ დავას განიხილავდა. მაგრამ გარედან ხომ ჩნდება კითხვის ნიშნები? ამიტომ არის ზუსტად ჩადებული ის მუხლები, და ამიტომ გვაქვს ჩვენ აცილება და თვითაცილების საკითხები.”
ჩვენ წერილობით მივმართეთ მოსამართლე ცისანა სირბილაძეს და მის პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.
გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები, შეიძლება თუ არა მოსამართლე განიხილავდეს იმ ბანკის საქმეს, რომლიდანაც კრედიტი აქვს აღებული. ჩვენ ვამუშავებთ მონაცემებს და უახლოეს მომავალში სხვა მაგალითებსაც წარმოგიდგენთ, რომლის დროსაც მოსამართლეებს პროცესის მონაწილე ერთ-ერთ მხარესთან სასესხო ხელშეკრულება აკავშირებდათ.
2015 წლის 15 მარტს გამოქვეყნებულ პოსტის თანახმად, მოსამართლე ელისო ტუკვაძემ არ იცოდა, რომ მისი მეუღლე მიხეილ ჯიქია შპს ”დრუსოში”100%-იან წილს ფლობდა და ამიტომაც არ ასახა ეს ფაქტი დეკლარაციაში.
საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ქარდავამ, კითხვებზე წერილობით გვიპასუხა, რომ კანონმდებლობის თანახმად, ”თანამდებობისპირივალდებულიაქონებრივიმდგომარეობისდეკლარაციაშიასახოს ინფორმაციასამეწარმეოსაქმიანობისათვისშექმნილიურიდიულპირშიმისი, ანმისიოჯახისწევრის , მონაწილეობისშესახებ,მიუხედავადიმისა, ახორციელებსთუარასაწარმოეკონომიკურაქტივობას.”
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, სოფო ჭარელმა გვითხრა:
”თანამდებობის პირს დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის შესაძლოა დისციპლინური, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დაეკისროს.
ამისთვის უნდა დადგინდეს, განზრახ არასწორად შეავსო თუ არა მან დეკლარაცია?
შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ მან, უბრალოდ, გაუფრთხილებლობით არ შეიტანა ესა თუ ის მონაცემი დეკლარაციაში, დაავიწყდა და არანაირი სხვა გვერდითი მიზანი არ გააჩნდა, ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც კანონმდებლობა მის მიმართ არანაირი სახის სანქციას თუ დამსჯელობით ღონისძიებას, არ ითვალისიწინებს.
ზოგადად, ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა და საჭიროა, გარკვეულწილად, ამ მიმართულებით კანონმდებლობა გადაიხედოს .
ერთია, რომ საჯაროა დეკლარაციები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ, რა წერია შიგნით — ეს ვიღაცამ შეისწავლოს. ამას არავინ აკეთებს და შემთხვევითობის პრინციპზე თუ ვინმე აღმოაჩენს ამ დარღვევას. შემდგომ მიდის განხილვა — უნდა დაისაჯოს თუ არა ეს პიროვნება.
მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვიღაც უნდა არსებობდეს, ვინც ამ ყველაფერს გადახედავს, და მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა სახის სანქციები შეიძლება დაწესდეს დამატებით. ვთქვათ ის, რომ დაევალოთ იმ პირებს, ვინც ავსებენ დეკლარაციებს, ძალიან ყურადღებით მოეკიდონ დეკლარაციების შევსებას და სწორად გაიხსენონ ყველა ის შემოსავალი, წილი თუ საბანკო ანგარიში, რაც მათ არსებული სიტუაციით გააჩნიათ. ”— განმარტავს იურისტი სოფო ჭარელი.
საჯარო პირების შესახებ დამატებთი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: