თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის მეუღლე პროკურატურაში მუშაობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე  თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ, კანდიდატად მოქმედი მოსამართლე, გიორგი მიქაუტაძე დაასახელა.

გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძე 2015 წლის დეკემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეა.

მისი ქონებრივი დეკლარაციისა და საქართველოს პთავარი პროკურატურის ვებგვერდის მიხედვით, გიორგი მიქაუტაძის მეუღლე, მაია კვირიკაშვილი, საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსია.

გიორგი მიქაუტაძის საკითხზე  კენჭისყრას იუსტიციის უმაღლესი საბჭო  პარასკევს, 04/03/2016 სხდომაზე გეგმავს.

“მოსამართლის სესხი” — დამატებითი მონაცემები სამ მოსამართლეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მონაცემთა ბაზის ანალიზისას გამოიკვეთა, რომ სამოქალაქო საქმეთა მოსამართლეების ნაწილი ბანკების საქმეებს იმ დროს განიხილავს, როდესაც მათ, ან მათი ოჯახის წევრებს, ამ ბანკებში კრედიტები აქვთ აღებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე, ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები, ან ვალდებულებები აკავშირებს.

ზოგიერთი მოსამართლის სესხი სხვა დანარჩენებისგან თანხის მოცულობით გამორჩეულია.

შორენა ჯანხოთელი
შორენა ჯანხოთელი

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, მოსამართლე შორენა ჯანხოთელს, სხვა სესხებთან ერთად “საქართველოს ბანკიდან” 2014 წლის 14 აპრილს შვიდწლიანი სესხი, 78000$ აქვს აღბული. ამ პერიოდში საქართველოს ბანკთან დაკავშირებით შორენა ჯანხოთელის მოსამართლეობით 29 პროცესი ჩაინიშნა. მათ შორის ისეთი საქმეებიც არის, რომლებზეც რამდენიმე სხდომა იყო ჩანიშნული. აქედან გამომინარე, მოსამართლემ ეს საქმეები არ აიცილა.

 

 

თამაზ ურთმელიძე

მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს 2004 წლიდან დღემდე, დეკლარაციების მიხედვით, სხვადასხვა მოცულობის სესხი აქვს აღებული “ბანკ რესპუბლიკაში” და “საქართველოს ბანკში”

ყველაზე მეტი თანხა “საქართველოს ბანკიდან” მან ბოლო სამ წელიწადში ისესხა. მეუღლესთან, მირანდა გურგენიძესთან ერთად 2013 წელს, ათწლიანი 518000$ და 2014 წელს კი დამოუკიდებლად ასევე ათწლიანი 84100$.
მონაცემთა ანალიზი მიუთითებს, რომ იმ დროს, როდესაც “საქართველოს ბანკში” კრედიტი ჰქონდა, თამაზ ურთმელიძე განიხილავდა კრედიტორი ბანკის საქმეებს.

ელისო ტუკვაძე
ელისო ტუკვაძე

მოსამართლე ელისო ტუკვაძის მეუღლემ, მიხეილ ჯიქიამ, 2007 წლის 25 მაისს “თიბისი ბანკიდან” 2014 წლის 26 თებერვლამდე ისესხა 50 000$. ეს სესხი 2011 წლის დეკლარაციაში აღარ ჩანს. ჩვენ შევამოწმეთ სასამართლოს სხდომების ბაზა, ჩვენთვის ხელმისაწვდომი პერიოდიდან 2008 წლიდან 2010 წლამდე. მონაცემთა ბაზის მეშვეობით დასტურდება, რომ მოსამართლე ამ პერიოდში განიხილავდა “თიბისი ბანკის” საქმეებს და არის შემთხვევები, როდესაც ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე პროცესია ჩანიშნული, ანუ მოსამართლემ ამ შემთხვევებში საქმეები არ აიცილა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვალდებულია თუ არა მოსამართლე, აიცილოს იმ ბანკის საქმე, რომელთანაც მას ამ ბანკში აღებული მიმდინარე კრედიტი აკავშირებს? ამ კითხვით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს მივმართეთ: